пятница, 8 апреля 2016 г.

gegma

გაკვეთილის მთავარი
თემა
მზის სისტემაშემაჯამებელი გაკვეთილი
სწავლების საფეხური და კლასი
მე-6 კლასი,
ინტეგრირებული საგანი
ბუნება
მასწავლებლის სახელი და გვარი
მაია დიასამიძე
მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
28 მოსწავლე;
განსაკუთრებულ მიდგომას არ საჭიროებს არც ერთი ბავშვი;
გაკვეთილის თემის აქტუალობა/მნიშვნელობა
ბავშვები მიიღებენ სათანადო ცოდნას მზის სისტემის შესახებ. წინარე ცოდნა ეხმარება მათ უკეთესად  აღიქვან გარესამყარო.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
  1. მზის სისტემის დახასიათებით შეაჯამებენ მიღებულ ცოდნას;
  2. პრეზენტაციის,თანამშრომლობის უნარჩვევების განვითარება;
  3. ჯგუფური მუშაობის უნარჩვევების განვითარება;
  4. სააზროვნო უნარჩვევების განვითარება;
  5.  შეთხზავენ ისტორიას  მზის შესახებ(ზღაპარი)
  6. განიმტკიცებენ ურთიერთ თანამშრომლობის,სხვისი   აზრის მოსმენის და პატივისცემის, საკუთარი მოსაზრების დასაბუთებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარჩვევებს.
წინასწარი ცოდნა
ბავშვები ერთმანეთისგან არჩევენ მზის სისტემაში შემავალ პლანეტებს და შეუძლიათ დასახელება მზისგან დაშორების მიხედვით.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
ბუნ. 6.8  მოსწავლეს შეუძლია მზის სისტემის აღწერა
●      იყენებს ილუსტრაციებს და ახასიათებს მზის სისტემას(მაგ; პლანეტის სიდიდე,დაშორება მზისგან)
●      ხატავს პლანეტებს და თანამიმდევრულად განალაგებს მზიდან დაშორების მიხედვით;
●      აღწერს აღჭურვილობასა  და სატრანსპორტო საშუალებებს,რომლებსაც იყენებენ კოსმონავტები;
შეფასების საგანი და პროცედურები

I
აქტივობა
გავეთილის დასაწყისში ბავშვებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანს,რომ ეს არის შემაჯამებელი გაკვეთილი მზის სისტემის თემაზე
(დრო 3 წუთი)
II. აქტივობა
ნასწავლი მასალის ანალიზის მიზნით, ვიყენებთ კითხვაპასუხის მეთოდს;

* რა ეწოდება პლანეტას, რომელზედაც ჩვენ ვცხოვრობთ?
*რომელი ვარსკვლავის ოჯახშია პლანეტა დედამიწა?

* მეორენაირად ამ ოჯახს რას უწოდებენ?
* მზის ოჯახი რომელ გალაქტიკაში მდებარეობს?
*რით განსხვავდება პლანეტა ვარსკვლავისაგან?
*პლანეტა დედამიწა ვარსკვლავია?
*ამოთვალეთ მზის სისტემის პლანეტები.
 (დრო 5 წუთი)
 III  . აქტივობა
განმავითარებელი ინტერნეტ თამაშები წყვილებში.
(დრო 10 წუთი)
IV  აქტივობა
მასწავლებლის საუბარიროგორ აისახება ბუნებიოს მოვლენები ადამიანის მხატვრულ წარმოსახვაში. რას ნიშნავს მხატვრული აზროვნება და მეცნიერული აზროვნება. მეცნიერული აზროვნება ეფუძნება ფაქტებს და მოვლენებს, მხატვრული აზროვნება კი წარმოსახვას. ჯგუფებს ეძლევათ დავალება დაწერონ თხზულება,,მე მიყვარს მზე’’ (პრეზენტაცია
(დრო 10 წუთი)

V  აქტივობა
სლაიდშოუ ,,მზის სისტემა’’
სლაიდების ჩვენებასთან ერთად ბავშვებს დავუსვამ კითხვებს.
*მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა რომელია?
*რით გამოირჩევა პლანეტა ვენერა სხვა პლანეტებისგან?
*რა დროს ანდომებს დედამიწა მზის ირგვლივ ერთ სრულ შემოვლას თავის ორბიტაზე?
*რას ვუწოდებთ პლანეტა მარსს მეორენაირად?
*რომელია მზის სისტემის უდიდესი პლანეტა?
*რით არის ცნობილი პლანეტა სატურნი?
*როგორი ზედაპირი აქვს პლანეტა ურანს?
*აქვს თუ არა თანამგზავრები პლანეტა ნეპტუნს?
 ( დრო 15 წუთი)                     

გაკვეთილის შეჯამება
    მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ აზრს,როგორი იყო გაკვეთილი,რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად, ან რა არ მოეწონათ, როგორი უნდათ რომ იყოს შემდგომში გაკვეთილი.
  (2 წუთი
შეფასება
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები ფასდებოდნენ ზეპირი და მოკლე კომენტარებით,ინდივიდუალურად და ჯგუფურად(ყოჩაღ,კარგია,შესანიშნავია,დაფიქრდი და ..)
ხდებოდა თითოეულ მოსწავლეზე დაკვირვება და გაკვეთილის ბოლოს შეფასდა მათი ინდივიდუალური მუშაობა.
ჯგუფური შეფასება მოხდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალესწინებით:ჯგუფში შესრულებული დავალების ხარისხი,ჯგუფებში თანამშრომლობა,პრეზენტაცია.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

კომპიუტერი, პროექტორი,
მე–6 კლასის სახელმძრვანელო; ბუნება
Creative Commons License


Комментариев нет:

Отправить комментарий