კავკასიის ფართობი დაახლოებით 440 ათასი კვ. კმ-ია, სადაც 30 მლნ ადამიანი ცხოვრობს. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი კავკასიონს ჩრდილოეთ კავკასიად (იმიერკავკასიად; ფართობი 250 ათ. კმ2) და ამიერკავკასიად (ფართობი 190 ათ. კმ2). ბუნებრივი პირობების მიხედვით განასხვავებენ აგრეთვე დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიონს, რომელთაგან პირველი მოიცავს აზოვისა და შავი ზღვის აუზს, მეორე — კასპიის ზღვის აუზს. ქედი ამასთანავე წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს ზომიერი და სუბტროპიკული ზონებისა. გეოგრაფიულად კავკასიას ეკუთვნის ასევე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი, როსტოვის ოლქისა და ყალმუხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების ნაწილი.
ხედი კავკასიონზე
კავკასიის რეგიონის ბუნება მრავალფეროვანია. აქ ორიგინალურად არის შეხამებული მშრალი პეიზაჟები ნესტიან სუბტროპიკებთან. თბილი ზღვებისა და ყინულოვანი მთების ასეთ სიახლოვეს სხვაგან იშვიათად ნახავთ.
კავკასიის ზედაპირის აბსოლუტური სიმაღლე ცვალებადობს -28 მ-დან 5642 მ-მდე. კავკასიის ტერიტორიის ნახევარზე მეტი უჭირავს მაღალ მთებსა და ზეგნებს. ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებია: იმიერკავკასიის ვაკე, კავკასიონი,ამიერკავკასიის ბარი, მცირე კავკასიონი, თალიშის მთები, სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი.
- იმიერკავკასიის ვაკეში გამოიყოფა 3 ნაწილი: დასავლეთ იმიერკავკასიის დაბლობი, სტავროპოლის მაღლობი და აღმოსავლეთ იმიერკავკასიის დაბლობი.
- კავკასიონი გადაჭიმულია ტამანის ნახევარკუნძულიდან აფშერონის ნახევარკუნძულამდე. მასაც 3 ნაწილად ყოფენ: დასავლეთ კავკასიონი (იალბუზამდე), ცენტრალური კავკასიონი (იალბუზსა და მყინვარწვერს შორის) და აღმოსავლეთი კავკასიონი (მყინვარწვერის აღმოსავლეთით). კავკასიონის უმაღლესი მწვერვალია იალბუზი (5642 მ). მთიანეთის ოროგრაფიული ღერძია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, რომლის ჩრდილოეთით და სამხრეთით გადაჭიმულია გვერდითი, გასწვრივი და გარდი-გარდმო ქედები.
- ამიერკავკასიის ბარი ვრცელდება შავი ძრვიდან კასპიის ზღვამდე. მისი სიგანე აზერბაიჯანში 160 კმ აღწევს, დასავლეთ საქართველოში — 90კმ. იგი შემდეგ ნაწილებად იყოფა:კოლხეთის დაბლობი ირგვლივ მდებარე გორაკ-ბორცვებით, იმერეთის მაღლობი (ძირულის მასივი), შიდა ქართლის ვაკე, იორ-აჯინოურის ზეგანი, ალაზან-აგრიჩაის ვაკე, მტკვარ-არაქსის დაბლობი და მისი მომიჯნავე გორაკ-ბორცვიანი რეგიონები.
- მცირე კავკასიონი გადაჭიმულია შავი ზღვიდან არაქსის ხეობამდე. აღმოსავლეთით მისი გაგრძელებაა თალიშის მთები. მცირე კავკასიონი იყოფა აჭარა-თრიალეთის, ლოქ-ყარაბაღისა და ჩრდილოეთ სომხეთის მთათა სისტემად. მცირე კავკასიონის უმაღლესი მწვერვალია მთა გიამიში (3724 მ) მუროვდაღის ქედზე, თალიშის მთებისა — მთა გომურგოი (2744 მ).
Комментариев нет:
Отправить комментарий