пятница, 8 апреля 2016 г.

მზის სისტემის პლანეტები - პროექტი
პროექტის სახელწოდება: მზის სისტემის პლანეტები.

პროექტის იდეა:  როგორია მზის სისტემაში პლანეტების მდებარეობა, დაშორება, მოძრაობა.

პროექტის აქტუალობა: ამ საკითხის შესწავლით მოსწავლეები შეძლებენ გაერკვნენ რით განსხვავდებიან პლანეტები ერთმანეთისგან.

მიზანი: გაეცნონ მზის სისტემის პლანეტებს.

მონაწილეთა ასაკი: მე- 6 კლასის მოსწავლეები

ხანგრძლივობა: 10 დღე

მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები დაეუფლებიან ინტერნეტით ინფორმაცციისს მოძიებას, მოძიებული მასალებით შექმნიან სტენდს, გამოუმუშავდებათ ურთიერთთნამშრომლობის, კვლევა - ძიების უნარი.

ძირითადი რესურსები: მზის სისტემის ვირტუალური მოდელი, პლანეტების ფოტოილუსტრაციები, ფორმატი, ფანქრები და საღებავები კომპიუტერი ინტერნეტით.

პროექტის მსვლელობა:  ინტერნეტით ინფორმაციის მოძიება, ფოტომასალის შეგროვება, მზის სისტემის მოდელზე დაკვირვება, ფორმატის გაფორმება და სტენდის გაკეთება.

საგნობრივ ჯგუფებთნ კავშირი: გეოგრაფია, ისტ -ი.
პროექტის ხელმძღვანელი: მაია დიასამიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა maiadiasamidze21@gmail.com

შეფასების რუბრიკები


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

პასუხობს თემას
1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
2
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
2
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
1
იყენებს თვალსაჩინოებას
1
იცავს დროის ლიმიტს
1


დისკუსიის შეფასების რუბრიკა

მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2
მსჯელობს არგუმენტირებულად
2
აკეთებს დასკვნებს
2
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
2
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
2


ექსპერიმენტის შეფასების რუბრიკა

განსაზღვრავს კვლევის მიზანს
2
ატარებს/გეგმავს ექსპერიმენტს
1
გამოთქვამს შედეგის ვარაუდს
1
აღწერს კვლევის მიმდინარეობას, ეტაპებს
1
აღრიცხავს და აანალიზებს მონაცემებს
2
მსჯელობს ექსპერიმენტის შედეგზე, აკეთებს დასკვნებს
2
იცავს უსაფრთხოების ნორმებს
1


ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა

მოძიებული მასალა შეესაბამება საკითხს/თემას
3
გამოყენებულია მრავალფეროვანი საიფორმაციო წყარო/საშუალება
3
მოპოვებული ინფორმაცია ორგანიზებულია
4









დამოუკიდებელი სამუშაოს შეფასების რუბრიკა

იცავს დროის ლიმიტს
1
კითხვებზე პასუხი ადექვატურია/ნაპოვნია პრობლემის გადაჭრის მართებული გზა
3
სიზუსტით აღწევს დასახულ მიზანს
4
იცავს წერის კულტურას
2

წერითი საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა

დავალებას წარმოადგენს განსაზღვრულ ვადებში
1
დავალება სრულყოფილია
3
სიზუსტით აღწევს დასახულ მიზანს
4
იცავს წერის კულტურას
2


ტექსტზე მუშაობის შეფასების რუბრიკა

ტექსტში ახარისხებს ინფორმაციას
2
ამოიწერს/მონიშნავს და განმარტავს მთავარ სიტყვებს/ცნებებს
3
ტექსტის დასამუშავებლად და გასააზრებლად იყენებს სქემებს, დიაგრამბს, აზრობრივ რუკებს
3
მსჯელობს და აკეთებს შესაბამის დასკვნებს
4



რეფერატის შეფასების რუბრიკა

აყალიბებს ძირითად პრობლემას
1
საზღვრავს თემის მიზანს
1
მოიპოვებს და იყენებს დამხმარე მასალას/ ლიტერატურას/ილუსტრაციას
2
აფასებს სხვადასხვა წყაროში გადმოცემულ თვალსაზრისებს
1
გამოხატავს საკუთარ აზრს და ამყარებს არგუმენტებით
2
აკეთებს დასკვნას
2
წერს შესაბამის ფორმატში
1


ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
1
ჯგუფის წევრები უსმენე ერთმანეთს
2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს
2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
1

gegma

გაკვეთილის მთავარი
თემა
მზის სისტემაშემაჯამებელი გაკვეთილი
სწავლების საფეხური და კლასი
მე-6 კლასი,
ინტეგრირებული საგანი
ბუნება
მასწავლებლის სახელი და გვარი
მაია დიასამიძე
მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
28 მოსწავლე;
განსაკუთრებულ მიდგომას არ საჭიროებს არც ერთი ბავშვი;
გაკვეთილის თემის აქტუალობა/მნიშვნელობა
ბავშვები მიიღებენ სათანადო ცოდნას მზის სისტემის შესახებ. წინარე ცოდნა ეხმარება მათ უკეთესად  აღიქვან გარესამყარო.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
  1. მზის სისტემის დახასიათებით შეაჯამებენ მიღებულ ცოდნას;
  2. პრეზენტაციის,თანამშრომლობის უნარჩვევების განვითარება;
  3. ჯგუფური მუშაობის უნარჩვევების განვითარება;
  4. სააზროვნო უნარჩვევების განვითარება;
  5.  შეთხზავენ ისტორიას  მზის შესახებ(ზღაპარი)
  6. განიმტკიცებენ ურთიერთ თანამშრომლობის,სხვისი   აზრის მოსმენის და პატივისცემის, საკუთარი მოსაზრების დასაბუთებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარჩვევებს.
წინასწარი ცოდნა
ბავშვები ერთმანეთისგან არჩევენ მზის სისტემაში შემავალ პლანეტებს და შეუძლიათ დასახელება მზისგან დაშორების მიხედვით.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
ბუნ. 6.8  მოსწავლეს შეუძლია მზის სისტემის აღწერა
●      იყენებს ილუსტრაციებს და ახასიათებს მზის სისტემას(მაგ; პლანეტის სიდიდე,დაშორება მზისგან)
●      ხატავს პლანეტებს და თანამიმდევრულად განალაგებს მზიდან დაშორების მიხედვით;
●      აღწერს აღჭურვილობასა  და სატრანსპორტო საშუალებებს,რომლებსაც იყენებენ კოსმონავტები;
შეფასების საგანი და პროცედურები

I
აქტივობა
გავეთილის დასაწყისში ბავშვებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანს,რომ ეს არის შემაჯამებელი გაკვეთილი მზის სისტემის თემაზე
(დრო 3 წუთი)
II. აქტივობა
ნასწავლი მასალის ანალიზის მიზნით, ვიყენებთ კითხვაპასუხის მეთოდს;

* რა ეწოდება პლანეტას, რომელზედაც ჩვენ ვცხოვრობთ?
*რომელი ვარსკვლავის ოჯახშია პლანეტა დედამიწა?

* მეორენაირად ამ ოჯახს რას უწოდებენ?
* მზის ოჯახი რომელ გალაქტიკაში მდებარეობს?
*რით განსხვავდება პლანეტა ვარსკვლავისაგან?
*პლანეტა დედამიწა ვარსკვლავია?
*ამოთვალეთ მზის სისტემის პლანეტები.
 (დრო 5 წუთი)
 III  . აქტივობა
განმავითარებელი ინტერნეტ თამაშები წყვილებში.
(დრო 10 წუთი)
IV  აქტივობა
მასწავლებლის საუბარიროგორ აისახება ბუნებიოს მოვლენები ადამიანის მხატვრულ წარმოსახვაში. რას ნიშნავს მხატვრული აზროვნება და მეცნიერული აზროვნება. მეცნიერული აზროვნება ეფუძნება ფაქტებს და მოვლენებს, მხატვრული აზროვნება კი წარმოსახვას. ჯგუფებს ეძლევათ დავალება დაწერონ თხზულება,,მე მიყვარს მზე’’ (პრეზენტაცია
(დრო 10 წუთი)

V  აქტივობა
სლაიდშოუ ,,მზის სისტემა’’
სლაიდების ჩვენებასთან ერთად ბავშვებს დავუსვამ კითხვებს.
*მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა რომელია?
*რით გამოირჩევა პლანეტა ვენერა სხვა პლანეტებისგან?
*რა დროს ანდომებს დედამიწა მზის ირგვლივ ერთ სრულ შემოვლას თავის ორბიტაზე?
*რას ვუწოდებთ პლანეტა მარსს მეორენაირად?
*რომელია მზის სისტემის უდიდესი პლანეტა?
*რით არის ცნობილი პლანეტა სატურნი?
*როგორი ზედაპირი აქვს პლანეტა ურანს?
*აქვს თუ არა თანამგზავრები პლანეტა ნეპტუნს?
 ( დრო 15 წუთი)                     

გაკვეთილის შეჯამება
    მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ აზრს,როგორი იყო გაკვეთილი,რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად, ან რა არ მოეწონათ, როგორი უნდათ რომ იყოს შემდგომში გაკვეთილი.
  (2 წუთი
შეფასება
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები ფასდებოდნენ ზეპირი და მოკლე კომენტარებით,ინდივიდუალურად და ჯგუფურად(ყოჩაღ,კარგია,შესანიშნავია,დაფიქრდი და ..)
ხდებოდა თითოეულ მოსწავლეზე დაკვირვება და გაკვეთილის ბოლოს შეფასდა მათი ინდივიდუალური მუშაობა.
ჯგუფური შეფასება მოხდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალესწინებით:ჯგუფში შესრულებული დავალების ხარისხი,ჯგუფებში თანამშრომლობა,პრეზენტაცია.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

კომპიუტერი, პროექტორი,
მე–6 კლასის სახელმძრვანელო; ბუნება
Creative Commons License